“ბიძინა რა შუაშია? დაბნელებული გაქვთ თვალები” – ხმაური პარლამენტში

დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში ოფშორების კანონის განხილვა:
იცით, რომ ოფშორებიდან არ არის სავალდებულო საჯარო იყოს ინფორმაცია, საიდან, როგორ…“ – ამბობდა მსხილაძე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვა გააწყვეტინა.
ბიძინა რა შუაშია, დაბნელებული გაქვთ თვალები, კანონზე ვსაუბრობთ, ბიძინა რა შუაშია, სირცხვილი არ არის, გიხაროდეს საქართველოში რაიმე სანქციის მიღება? ასეთი სამარცხვინო არ ვიცი, რა არსებობს. მე პერსონალური და ერთიანი, გადაბმულია… ამიტომ შავი ფული, – ეს ყველაფერი არის სისულელე, ვინც ამას ლაპარაკობს. მაგრამ უნდა თქვან, რადგან ეს არის პოლიტიკური, რომ მიაბან სიტუაციას, რომ გახურდეს სიტუაცია და რამე,“ – ამბობს პაატა კვიჟინაძე.
ეს არის პრაქტიკულად ისეთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მთელმა სახელმწიფო სექტორმა, პარლამ,ენტიდან დაწყებული დასრულებული ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტებიდან, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ერთი ადამიანის ნახატები, ქონება, ფული, შემოიტანოს ისე, რომ ერთი თეთრი არ გადაახდევინოს ბეგარა,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.
თუ ინვესტიციების მოზიდვაზეა ეს პროექტი ორიენტირებული, რატომ არის ჩაკეტილი 100-პროცენტიანი წილის ფლობით. რა შეიძლება იყოს მოტივაცია, რატომ შეიძლება უნდოდეს, ოფშორში არსებულ კომპანიას, რომ გადმოვიდეს აქ,“ – ამბობს დაუშვილი.
ეს დისკრიმინაციული მიდგომაა, რამდენად მოახდენს გავლენას ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, პანამის საქმეები ვიცით, იქ ბევრჯერ იყო ნახსენეები , ფიქრობთ, თუ არა, რომ ეს კანონი არის ერთ პირზე მორგებული,“ – იკითხა მ.
თუნდაც ორი კაპიკი დაემატოს ჩვენს ბიუჯეტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საუბრობთ აქ, თითქოს, დაყრილი გვაქვს ეს ფული და ვერ გაგვაქვს “მეშოკებით”, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ყველკაფერი გავაკეთოთ, რომ თუნდაც ერთი ლარი დაემატოს ჩვენს ბიუჯეტს. როგორ შეიძლება კანონიერად შავი ფული შემოვიდეს, ურმებით თუ შემოიტანდნენ, მაგას ეს კანონი არ სჭირდება,“ – ამბობს ბეჟან წაქაძე. ტვპირველი

ასევე დაგაინტერესებთ