ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომებოდა, რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა, დაიტოვებდა – ნინო ფოჩხუა

როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილსა და სიცრუეს. ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რაც მან იკადრა ს ქონებასთან დაკავშირებით. ახლა რადიკალურმა მედიამ გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ ეკა გიგაურის და ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ.
„იმდენად უსუსურია ეს ყველაფერი, რომ ყურადღებასაც არ იმსახურებს, მაგრამ როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილს და სიცრუეს. ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რაც მან პირველმა იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით რუსეთში. ახლა რადიკალურმა მედიამ ეს გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა.იქნებ დაგვდოს პატივი კაპიტანმა გიგაურმა და ნაც. მედიამ გვითხრას ან რა საბუთია ეს ან სად არის სკანდალი.ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომებოდა, რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა, დაიტოვებდა. ლოგიკა მაინც ჩართონ კაპიტანმა გიგაურმა და ნაც.მედიამ, რომ იქნებ საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც დააჯერონ ეს მდარე, არანაირ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი სიცრუე“, – წერს ნინო ფოჩხუა facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება