„ბიძინა ივანიშვილს სურს, მუდამ დარჩეს ხელისუფლებაში“

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ღია ესკალაციაზე მიდის საკუთარ მოსახლეობასთან. მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მიერ პარლამენტში ხელმეორედ დაბრუნებულ ე.წ აგენტების კანონს, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოების მძაფრი პროტესტი მოჰყვა, „ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროტეტის აგორებულ ტალღას საკუთარი კონტრაქცია დაუპირისპიროს, ერთი კვირაა, მმართველი ძალა რეგიონებიდან თბილისისკენ, საჯარო სექტორში დასაქმებულების მობილიზაციას ახდენს.
საით მიჰყავს საქართველო და რას სურს სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, მაინც აპირებს, პარლამენტს რუსული კანონი მიაღებინოს – ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს ბაკურ კვაშილავას ესაუბრა:
საით მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა? სტრატეგიულ პარტნიორებთან, -ევროკავშირთან ურთიერთობის მიზანმიმართული გაფუჭება, დაახლოება ჩინეთთან-უნგრეთთან და რუსეთთან, რუსული კანონის ხელახლა შემოგდება, ლგბტ უფლებების შემლახავი სამარცხვინო კამპანიის დაწყება, მომიტინგეების დარბევა, პოლიციის მიერ პარლამენტის დეპუტატის სასტიკი ჯგუფური ცემა და ბოლოს, ევროკავშირის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი რომ თუ, რუსული კანონი იქნება მიღებული უვიზო რეჟიმი შეჩერდება და პრაქტიკულად, ევროკავშირის კარი იკეტება…
ის, რომ ივანიშვილი მუდმივად და გარანტირებულად იყოს საქართველოს ხელისუფლებაში. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს მისი ფინანსური და სხვა ტიპის უსაფრთხოება, ამის მისაღწევად, ივანიშვილი მზად არის რომ კომპრომისზე წავიდეს საქართველოს ინტერესებთან მიმართებაში
მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი არის ლოგიკური გაგრძელება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და „ოცნების“ გასაღები არის, თან ძალიან მარტივი და თან, შეიძლება რთულად აღსაქმელიც.
ამ ყველაფრის გასაღები ძევს იმაში, რომ „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილს სურს მუდამ დარჩეს ხელისუფლებაში. ამისთვის, ის მზად არის, რომ ქვეყნის ინტერესები ნებისმიერ სხვა ძალას დაუქვემდებაროს, იქნება ეს , იქნება ეს ჩინეთი თუ ევროკავშირი.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს რომელიმე ამ ერთ ძალაზე იყოს დამოკიდებული, იმიტომ, რომ ეს მის ძალაუფლებას შეზღუდავდა. არა! ის უბრალოდ ცდილობს, რომ ყველა ეს დიდი ძალა, როგორიც არის დასავლეთი, ჩინეთი და რუსეთი, შეძლებისგვარად გამოიყენოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავისას მიაღწიოს.
ის, რომ „ქართული ოცნება“ და „ოცნების“ საშუალებით თავად ივანიშვილი მუდმივად და გარანტირებულად იყოს საქართველოს ხელისუფლებაში. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს მისი ფინანსური და სხვა ტიპის უსაფრთხოება, ამის მისაღწევად, იგი მზად არის რომ კომპრომისზე წავიდეს საქართველოს ინტერესებთან მიმართებაში.
რითი ხსნით პროცესების ერთგვარ ფორსირებას ივანიშვილი მხრიდან, რაც მოჰყვა მის “მესამე” თუ “მეოთხე”, უკვე ამერია, „მობრუნებას პოლიტიკაში“. თითქოს, „ოცნებას“ აშკარად უკეთესო სასტარტო პირობები ჰქონდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ოპოზიცია იყო სუსტი, საზოგადოება გარკვეულწილად ინდეფერენტული. დღეს კი სახეზეა სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი შეკავშირება, სულ უფრო მეტად მზარდი სტუდენტური პროტესტი და ღია ზეწოლა დასავლეთიდან… ანუ რაზე გააკეთა გათვლა ივანიშვილმა?
თქვენი კითხვიდანაც გამოჩნდა პასუხი, რომელიც აქამდე არავინ ვიცოდით. შესაძლოა ყველაზე უკეთესი ახსნა ახლანდელი „დაბრუნების“, ეს „მესამე დაბრუნებაა“, თუ არ მეშლება, იყო სწორედ ის რომ მას ჰქონდა პირადად გადაწყვეტილი, ეს რუსული კანონი დღის წესრიგში დაებრუნებინა. და ეს, უდიდეს რისკებთან იყო დაკავშირებული. იმიტომ, რომ ეს იყო, კანონპროექტი, რომელიც შარშანდელი დიდი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით გაიწვია უკან, ჩააგდო და საჯაროდ დადო პირობა, რომ არასოდეს ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდა.
ჩვენ რომ შევხედოთ დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკურ ლიდერებს და წარმოვიდგინოთ, ასეთი ჰიპოთეტური სიტუაცია, რომ მათი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერები, , , გამოეყვნენ „ოცნებას“ და შექმნეს ცალკე პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი 2%-საც კი ვერ შეაგროვებენ, თუ ივანიშვილი არ იქნება მათ გვერდში. ამიტომ, აუცილებელი იყო ივანიშვილის დაბრუნება. მით უმეტეს, ისეთ სიტუაციაში, როცა აპირებდნენ სიტყვის გატეხვას და ამ რუსული კანონის უკან შემობრუნებას
ანუ ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ცალსახად, თვალნათლივ, ცხადად, გაეტეხა სიტყვა „ქართული ოცნების“ სახელით, იმიტომ, რომ ეს რუსული კანონი გაეტანა. ასეთ გადაწყვეტილებას ბუნებრივია, რომ თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და მან ჩათვალა, მე ვიტყოდი, რომ სწორად ჩათვალა, რომ შეუძლებელი იქნებოდა, პირადად მისი დაბრუნების გარეშე, რამეს გადაეწონა ის მოვლენა, რასაც ერთი წლის წინ დადებული სიტყვის გატეხვა ჰქვია. მით უმეტეს, ისეთი კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ამიტომ ჩანს, ეს „მესამე დაბრუნება“ არა რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილი მოვლენა, არამედ, როგორც ერთადერთი სწორი გზა „ქართული ოცნებისთვის“, რომ როგორმე, აი ამ პოლიტიკური, უზარმაზარი რისკისთვის მოეძებნათ რაღაც გამოსავალი.
ახლა, რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო ივანიშვილის დაბრუნება საჭირო? ჩვენ რომ შევხედოთ დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკურ ლიდერებს და წარმოვიდგინოთ, ასეთი ჰიპოთეტური სიტუაცია, რომ მათი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერები, ირაკლი , მამუკა მდინარაძე, გამოეყვნენ „ოცნებას“ და შექმნეს ცალკე პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი 2%-საც კი ვერ შეაგროვებენ, თუ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება მათ გვერდში.
რაც არის, სხვათა შორის, განსხვავებული სიტუცია, „ოცნების“ წინა ლიდერებისგან, როგორიც იყო და არის, მაგალითად, გიორგი გახარია. რაც არ უნდა იძახონ და ვერ შეძლეს ეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაწებონ გახარია, ფაქტია, რომ ის აღმოჩნდა პოლიტიკური ძალა და ფიგურა, რომელმაც ერთ-ერთ არჩევნებში, სადღაც 8-9% აიღო.
ახლა წარმოიდგინეთ, „ოცნების“ დღევანდელ ლიდერებს, ბიძინა ივანიშვილის გარდა, შეუძლიათ თუ არა მსგავსი რაღაცის გაკეთება? არ შეუძლიათ! ვინაიდან, არ შეუძლიათ და მათ ცალკე ხალხის ნდობა არ გააჩნიათ, აუცილებელი იყო ამიტომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.
მით უმეტეს, ისეთ სიტუაციაში, როცა აპირებდნენ სიტყვის გატეხვას და ამ რუსული კანონის უკან შემობრუნებას, რომლის გატანაც ვერ შეძლეს წინა წელს და საქართველოს საზოგადოებრიობასთან ბრძოლაში დამარცხდნენ.
ევროკავშირის რეზოლუციაში ღიად ჩაიწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, თუ რუსული კანონი იქნება მიღებული. წინა წლებში, როცა სანქციებზე იყო საუბარი, ბევრი ანალიტიკოსი, მათ შორის, თქვენც ფიქრობდით, რომ მხოლოდ გარედან ივანიშვილის სანქცირება, რეჟიმს ვერ გადატეხავდა. დღეს რამდენად არის შეცვლილი ეს ვითარება? რამდენად პრობლემური შეიძლება ეს სანქციები აღმოჩნდეს ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის? თავად ივანიშვილი ირწმუნება, რომ “უკვე დიდი ხანია სანქცირებულია”, მაგრამ მაინც..
ყველაზე მთავარი არის, მაინც ასე ვიტყოდი, ამ სანქციებს რა ეფექტი ექნება საქართველოს მოსახლეობაზე ანუ ქართველ ამომრჩეველზე, მით უმეტეს არჩევნების წინ. დღეს ერთადერთი რამე არის ცხადი. მოსახლეობის 70%-თვის, ევროინტეგრაცია, ევროკავშირში გაწევრიანება, დასავლეთისკენ სვლა არის პრიორიტეტი. ამ 70%-ში ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას.