ბიძინა ივანიშვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო

ბიძინა ივანიშვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე კომენტარს აკეთებს. დეპუტატი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უპასუხებს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას, „ემუქრება თუ არა საფრანგეთის მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილს საფრთხე“ პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი „საფრთხე არ ემუქრება“. მისივე თქმით, საქართველოს ინტერესებს არ უღალატებს. „[ბიძინა ივანიშვილს] არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო და ის ყველაფერს აკეთებს საქართველოსთვის. შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთის მოქალაქეობა, მაგრამ იმის გამო, რომ შეიძლება თეორიულად რაღაც დაემუქროს, საქართველოს ინტერესებს არ უღალატებს“- აცხადებს შარმანაშვილი. ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რითაც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას.

ასევე დაგაინტერესებთ

რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ