ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის აშენება უნდოდა თუ არა? – გიორგი ბაჩიაშვილის პასუხი

„შედეგით ცალსახაა, რომ [ბიძინა ივანიშვილს] არ უნდოდა ეს [ანაკლიის პორტის] პროექტი ან ეშინოდა რუსი მეზობლის რისხვის“, – ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას – „სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის აშენება უნდოდა თუ არა“.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, საქართველოში არა – ბიზნესს, არამედ ბიზნესის რეკეტს ახორციელებდა და ერთ-ერთ მაგალითად მან სწორედ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმე მოიყვანა.
– თქვენი აზრით, მამუკა ხაზარაძის საქმეში, რა იყო რეკეტი?
– როცა ს უნდოდა, ანაკლიის პორტის აშენება და იმის გამო, რომ ეს ს ინტერესებში არ ჯდებოდა, გამოუგონეს საქმეები და რამდენიმე წელი ატარეს სასამართლოში, ეს პირდაპირ რეკეტია. ეს იყო რეკეტი იმისთვის, რომ მას პორტი არ აეშენებინა.
– 6 წელი იყავით ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი; სინამდვილეში მას უნდოდა ანაკლიის პორტის აშენება? ან თუ უნდოდა, თუ იყო საუბარი, თანაინვესტირების ფონდის პროექტში ჩართვაზე?
– თავის დროზე პროექტი შევისწავლე; გარკვეული კვლევები ჩავატარეთ… მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული პროექტში ფონდის [ინვესტირებაზე]…
– კვლევები ივანიშვილის დავალებით ჩაატარეთ?
– დიახ.
– რატომ – თანაინვესტირების ფონდი განიხილავდა თანაინვესტორობას?
– პოტენციურად შეიძლებოდა, ყოფილიყო ინტერესი ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ უშუალოდ თანაინვესტირების მხრიდან ინვესტირება არ განიხილებოდა; ჩვენ პროექტი რომ შევისწავლეთ, შემდეგ მალევე დაიწყო ის ამბავი [ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე]… ამ პროექტზე მე ყოველთვის ჩემი აზრი მქონდა – ის ეკონომიკურად დიდად მიმზიდველი არ იყო, მაგრამ ანაკლიის პროექტი იყო სახელმწიფოსთვის სტრატეგიული პროექტი და მას ჰქონდა სხვა ბევრი დადებითი ასპექტი, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში… კარგი იქნებოდა, ამ პროექტში ამერიკელებიც რომ ყოფილიყვნენ ჩართულები…
– ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის აშენება უნდოდა თუ არა?
– ის ადამიანი, რომელიც ამ პროექტს ახორციელებდა მოჰყვა ისეთ სასამართლო გარჩევებში, რომელიც ხანდაზმული იყო და როდესაც ასეთ სასამართლო საქმეს წამოიწყებ იმ ბიზნესმენების წინააღმდეგ, რომლებიც მსგავს მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, ალბათ არ გინდა, რომ ეს პროექტი გამოვიდეს…
– ჩემი კითხვა იყო, საერთოდ უნდოდა ანაკლიის აშენება და თუ – არა, მაშინ მისი დაწყების უფლება რატომ მისცა მთავრობას?
– არ ვიცი, თუმცა შედეგით ცალსახაა, რომ მას არ უნდოდა ეს პროექტი ან ეშინოდა რუსი მეზობლის რისხვის.