ბიძინა ივანიშვილმა წარსულშიც არაერთხელ განაცხადა, რომ შანტაჟს არ დაექვემდებარება და მისთვის სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე დგას, ელჩთან არ შეხვედრა, სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამერიკული მხარისგან მოლაპარაკების არასწორი ფორმა იყო შერჩეული

ბიძინა ივანიშვილმა წარსულშიც არაერთხელ განაცხადა, რომ შანტაჟს არ დაექვემდებარება და მისთვის სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე დგას, ელჩთან არ შეხვედრა, სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამერიკული მხარისგან მოლაპარაკების არასწორი ფორმა იყო შერჩეული
-ს ელჩთან არ შეხვედრა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამერიკული მხარისგან მოლაპარაკების არასწორი ფორმა იყო შერჩეული, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, სახელმწიფო ინტერესების საპირწონედ ფულს არ აყენებს და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპრომისზე არავისთან წავა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ ამერიკულ მხარეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მზაობა არ აქვს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე, რეალური ნაბიჯების გადასადგმელად მზად არ არის.
„ბიძინა ივანიშვილმა წარსულშიც არაერთხელ განაცხადა, რომ შანტაჟს არ დაექვემდებარება და მისთვის სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე დგას, ის სახელმწიფო ინტერესების საპირწონედ ფულს არ აყენებს და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპრომისზე არავისთან წავა.
აშშ-ს ელჩთან არ შეხვედრა,ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამერიკული მხარისგან მოლაპარაკების არასწორი ფორმა იყო შერჩეული, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეა, ქვეყნის პირველი პირი პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძეა, ამერიკული მხარე სწორედ მოქმედ პრემიერს უნდა ესაუბროს და არა ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქონების ნაწილი დაყადაღებულია და შესაძლოა მოლაპარაკებებში შანტაჟისთვის იყოს გამოყენებული. სამწუხაროდ ამერიკულ მხარეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მზაობა არ აქვს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ ეტაპზე, აშშ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე, რეალური ნაბიჯების გადასადგმელად მზად არ არის!“-წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა