ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ სენატორებს, რატომ არ ხვდებოდა, მიზეზი არის ძალიან მკაფიო და აქვს კონკრეტული საფუძველი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი აცხადებს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განუმარტა ამერიკელ კოლეგებს, თუ რატომ არ ხვდებოდა მათ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული საფუძველი.
„ბიძინა ივანიშვილმა განმარტა მიზეზები, ეს მიზეზები ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა. თუ სურთ, თავად შეუძლიათ, გამოიტანონ ეს მიზეზი. მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი.
თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია, ისაუბროს ამ მიზეზზე, თუ ექნება ამის სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. მიზეზი ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ კოლეგებს. ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც რუსეთის გარეშე ვერ დაასრულებენ უკრაინაში ომს, ისე რუსეთის გარეშე ვერ მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია! ხოდა შიში აქვთ, ვაი და მოხდეს ისე, რომ რუსეთი დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნდეს საქართველოს

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება, რომელიც დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს