ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებზე დაარღვია კანონი – ანა ნაცვლიშვილი

“ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის, ს თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კანონი დაარღვია, რადგან უბანი, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ხმას აძლევდა, მისი იქ ყოფნისას გადაკეტეს და მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება არ ჰქონდათ.
ანა ნაცვლიშვილმა მთაწმინდის N1 ოლქის მე-3 უბნის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს მოუწოდა, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა.
“დღეს რუსმა ოლიგარქმა ხმის მიცემის დროს დაარღვია საქართველოს კანონი. მან ხმა მისცა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში, რომლებმაც გადაკეტეს უბანი და მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ამ დროს ხმის უფლებით ესარგებლათ. ეს არის კანონდარღვევა, ასე საქართველოში და არსად ევროპაში ხმის მიცემა გათვალისწინებული არ არის. ამასთან დაკავშირებით “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა შეიტანა საჩივარი, რასაც კომისიის გაავებული რეაგირება მოჰყვა. ახლაც, ამ წუთებშიც, ჩვენი წარმომადგენელი აპირებს დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და კანონის სრული დაცვით დაწეროს საჩივარი, თუმცა მას არ აძლევენ ამის საშუალებას, რითაც დამატებით არღვევენ ამ ქვეყნის კანონს. მინდა მოვუწოდო მთაწმინდის N1 ოლქის მე-3 უბნის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს – დაიცავით არა რუსი ოლიგარქი, არამედ ამ ქვეყნის კანონმდებლობა, ეს თქვენი ვალდებულებაა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
საარჩევნო უბანზე დაცვის თანხლებით იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მან ხმა მისცა, ჟურნალისტებმა მისგან კომენტარის აღება სცადეს, თუმცა დაცვამ ისინი ივანიშვილთან ახლოს არ მიუშვა.