ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით ყველას დაგვანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში მონური მორჩილება – ნინო ფოჩხუა

ნინო ფოჩხუა პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო`ბრაიენმა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სთხოვა შეხვედრა, რაზეც უარი მიიღო. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით ყველას დააანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში მონური მორჩილება და საქართველო დაადგა ნამდვილ დამოუკიდებლობის გზას.
“ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით ყველას დაგვანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში მონური მორჩილება და საქართველო დაადგა ნამდვილ დამოუკიდებლობის გზას. აღშფოთებას ვერ მალავს ოპოზიცია და ენჯეო სექტორი, ეს როგორ გაბედა და ამერიკის დეპარტამენტის წარმომადგენელს უარი უთხრა შეხვედრაზეო, შიშით კანკალებენ. დიახ, უარს ალბათ თავისი მიზეზი აქვს, რასაც ალბათ სულ მალე გავიგებთ. დაველოდოთ, ვნახოთ რა გზავნილით გვესტუმრება ო’ბრაიენი.”- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნებს, რომელსაც ძალიან ამაყად მოაწერეს უცხოელმა ექსპერტებმა ხელი, საინტერესოა ერთი პატარა ვიდეო რომ ჩაუგდონ იმ მომაკვდავი ავადმყოფის, რას იტყვიან ამაზე