ბიძინა ივანიშვილი – 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის

თქვენი იმედიანი, სირთულეებთან შეუგუებელი ხასიათი და თავდადების უნარი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ ვავსებთ ერთმანეთს მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები და ერთ მუშტად შეკრულ, მრავალფეროვან ერს ვქმნით. ეს საოცარი ერთობა ყველაზე უკეთ მაშინ ჩანს, როცა საქმე ჩვენს ღირსებას და თავისუფლებას ეხება, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა 12 წლის წინ გაცემულ დაპირებაზე, რომ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ქართველ ხალხს წართმეული ღირსება დაუბრუნდებოდა და აღნიშნა, რომ 12 წელიწადში ხელისუფლებამ, მოსახლეობის მხარდაჭერით ააშენა ქვეყანა, სადაც ამოსავალი წერტილი ადამიანია. შესაბამისად, ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფოში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია.
„12 წლის წინ დაგპირდით, რომ თქვენი ნდობის შემთხვევაში, ქართველ ხალხს აუცილებლად დავუბრუნებდით წართმეულ ღირსებას, რადგან მიგვაჩნდა და დღესაც იმავე რწმენით ვართ, რომ პოლიტიკის ამოსავალი წერტილი ადამიანი უნდა იყოს, ხელისუფლება კი მისი უფლებების დაცვის მთავარი გარანტი.
ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას; ქვეყანა, სადაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს თუ სტუმარს ღირსეულად შეუძლია ცხოვრება განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა; ქვეყანა, სადაც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, იქნება ეს: ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სფერო – მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს; ქვეყანა, სადაც ძალოვანი უწყებები და მართლმსაჯულების სისტემა თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ასევე 26 ოქტომბრის ს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უნდა გადაარჩინოს ქვეყანა და არჩევანი მონობასა და თავისუფლებას, ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს.
„26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის.
ღრმად მწამს, რომ სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში ამ ულამაზესი კუთხის შვილები მტკიცედ დადგებით საქართველოს ერთიანობის და სუვერენიტეტის სადარაჯოზე.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან და თავისუფალ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა აჭარის მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას