ბიძინა ივანიშვილი – წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ხმა მთაწმინდაზე, 144-ე ბაგა-ბაღში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
მისი განცხადებით, საზოგადოებას ძალიან მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ვინაიდან, დღეს ხალხი ირჩევს ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ მთავრობას ან უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელთა დავალებაა, საქართველო მყისიერად ჩაერთოს ომში.
„მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი: ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც, წლევანდელი და დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია, იმ ქვეყანას რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს სამწუხაროდ პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ახლა კი წავალ და იმ ადამიანებს შევუერთდები, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, რომლებსაც არ ვიცნობ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება

გია ვოლსკი: ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას