ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ.
წერილი „ქართული ოცნების“ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა. ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

არმაზ ახვლედიანი მზია ამაღლობელის საქმეზე – შეუძლებელია, რომ უგუნური, მოღალატე ადამიანებისგან სასიკეთო მოლოდინი გვქონდეს – ნინო სახელაშვილი არ არის ღირსი, რომ მოსამართლის წოდება ჰქონდეს, ისევე როგორც მისი უამრავი კოლეგა