ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ინტერესების ასპარეზად აქციოს

მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, მით უფრო დღეს, როდესაც გარე თუ შიდა მტრები გამალებით ცდილობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, თბილისში, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არა მხოლოდ დღევანდელ დღეს მშვიდობას იცავს, არამედ, ქვეყნის და მომავალი თაობის ნათელ მომავალს, რათა ვერავინ შეძლოს, ვიწროპარტიული ინტერესების გამო, საქართველო საბრძოლო პოლიგონად აქციოს.
„ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ ვიცავთ სიცოცხლეს და პერსპექტივას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ ვერასდროს შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა თუ ვიწროპარტიული ინტერესების ასპარეზად აქციოს, რათა აღარასდროს მოგვიწიოს ქვეყნის ნულიდან შენება და მომავალმა თაობებმა მაინც არ განიცადონ ის ტკივილი და სიმწარე, რაც ომს და ნგრევას ახლავს თან!“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ერთი ნაბიჯი ვინმეს გახსენდებათ, თავისი „მოღვაწეობის“ პერიოდის განმავლობაში ევროპისკენ გადაედგათ? ის სიბნელე და ის ჩაგვრა იყო ადამიანებისთვის ევროპა? მაშინ როდესაც არიან ადამიანები, ვინც ეს უზრუნველყო