ბიძინა ივანიშვილი – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელმა, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გაბნეულმა აგენტებმა, ზუსტად იციან, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა, ღირებულებებისგან ხალხის დაცლისა და საზოგადოების მორალური გადაგვარების გარეშე შეუძლებელია

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელმა, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გაბნეულმა აგენტებმა, ზუსტად იციან, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა, ღირებულებებისგან ხალხის დაცლისა და საზოგადოების მორალური გადაგვარების გარეშე შეუძლებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აპირებს არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების საკითხის და საქართველოს თვითმყოფადობაში მართლმადიდებლობის განსაკუთრებული როლის კონსტიტუციაში ასახვას.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ და კიდევ უფრო მტკიცედ დავიცავთ! გარდა ამისა, არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ კონსტიტუციაში ავსახავთ მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობაში, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება! რა თქმა უნდა, პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული და მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ოდნავადაც კი არ შეიცვლება!“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო