საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს – ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, დამატებით კიდევ 30 მილიონი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა“.
„ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება