სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს – დავით ჩიხელიძე

ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს – დავით ჩიხელიძე
ს მორიგ, უპრეცედენტო ქველმოქმედება, ეს არის ქველმოქმედება მასშტაბის გარეშე“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ჩიხელიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.
„ბიძინა ივანიშვილის მორიგ, უპრეცედენტო ქველმოქმედება, ეს არის ქველმოქმედება მასშტაბის გარეშე. იოანე ზოსიმეს არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებული ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. კრიტიკა ყოველთვის მარტივია, მადლიერება და მადლობის თქმა კი მხოლოდ ძლიერთა ხვედრია, საინტერესოა ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს ეყოფა თუ არა სიძლიერე და გონიერება, რომ საქვეყნო საქმის გამო ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადოს. ივანიშვილი, სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს. ფაქტებით დასტურდება, რომ ივანიშვილის როლი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენა/შენარჩუნების საქმეში შეუფასებელია“-წერს დავით ჩიხელიძე.
Next: უშლიდა ვინმე ქალბატონ გიულის, ნაყოფიას, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ოქრიაშვილს, ამ უნიკალური კულტურის ძეგლის შესყიდვას და ქართველი ერისათვის ჩუქებას?

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად