ბიძინა ივანიშვილი-ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ რეალურად – ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და ვირტუალური რეალობა უნდა მოგაჩვენონ რეალობად

ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ რეალურად. ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და არარეალურს მოგახსენებთ, რაც მაქვს მხედველობაში , – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს.
„ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს ერთმანეთს ადარებს და აღნიშნავს, რომ მაშინ „გვიხატავდნენ, რომ აღმშენებლობა არის საოცრება და საოცრებებს სჩადის სააკაშვილი და დღეს, როცა ვაშენებთ ეს უკვე დანაშაულია“.
„გაიხსენეთ აქსისის მშენებლობა რომ დაიწყეს. მიდის აღმშენებლობის პროცესი, სააკაშვილი ქალაქებს აშენებს, აღმაშენებელი არავინ იყო, უკვე დააკნინეს და ასე შემდეგ. მშენებლობა და აღმშენებლობა, რა თქმა უნდა, კარგია. ხომ გახსოვთ, ოთხი კუთხიდან ხსნიდნენ, ამ დროს ამდენი მშენებლობა არ ჰქონდათ და ამაზე ბევრი ანეკდოტი დადიოდა. ჩვენთან ჭეშმარიტი აღმშენებლობა მიდის. ახლა ნებისმიერ მშენებლობას, რასაც არ აშუქებენ პირდაპირ დანაშაულის სახით, მუსიკა ისეთი ადევს, რომ -აი , კიდევ აშენებენ ეს ნაძირალები, დაახლოებით ასეთი [ტექსტია]. ახლა, ეს ყველაფერი შეცვალეს. ეს არის ის იდეოლოგია, რომელსაც ესენი გარედან იღებენ. ამიტომ დავიწყე მე, როდესაც ლიბერალურ იდეოლოგიაზე მოგახსენეთ ფსევდოს ვეძახი მეთქი კულტურულად, თუმცა ფაშისტურსაც ბევრი ეძახის, რამეთუ მასთან უფრო ახლოსაა, რომ ვირტუალური რეალობა უნდა მოგაჩვენონ რეალობად. მაშინ გვიხატავდნენ, რომ აღმშენებლობა არის საოცრება და საოცრებებს სჩადის სააკაშვილი და აღმაშენებელსაც რომ არ ესიზმრებოდა, დღეს, როცა ვაშენებთ ეს უკვე დანაშაულია. ახლა გადმოაბრუნეს ეს და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ეს არის ცუდი. ამ დროს უამრავი მიღწევა გვაქვს ყველა მიმართულებით“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის