ბიძინა ივანიშვილი – კახეთი, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, ასე იყო უწინაც, ასეა ახლაც – ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას

მოგესალმებით პატარა კახის, დიდი ერეკლეს შთამომავლებს, საქართველოს უანგარო პატრიოტებს! კახეთი, ჩვენი ქვეყნის ეს დალოცვილი კუთხე, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. ასე იყო უწინაც, ასე არის ახლაც! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივ მოსახლეობას.
მისი განცხადებით, დღეს რომ საქართველო ცოცხალია, ამაში კახელებს დიდი წვლილი მიუძღვით, „ვინაიდან ისინი საუკუნეების განმავლობაში, გმირულად იცავდნენ საკუთარ სამშობლოსა და სარწმუნოებას“.
„საუკუნეების განმავლობაში, ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას, გმირულად იცავდით ჩვენს მიწა-წყალსა და სარწმუნოებას.
ისტორიულმა ქარტეხილებმა კახელებს მებრძოლი სული და უდრეკი ბუნება ჩამოგიყალიბათ, მაგრამ გენიალური ფიროსმანის პერსონაჟებივით ნათელ და ნამდვილ ადამიანებად დარჩით, კახური მრავალჟამიერივით ძარღვიან, ღირსეულ ქალებად და კაცებად!“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან