ბიძინა ივანიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.
ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა.
„დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-ს მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა.
წლების სვლასთან ერთად, კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.
ჩვენი უწმინდესი, ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი – მისი სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე. ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მისალოცში.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია