ბიძინა ივანიშვილი: ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე  კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.

ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა.

„დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-ს მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა.

წლების სვლასთან ერთად, კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

ჩვენი უწმინდესი, ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი – მისი სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე. ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მისალოცში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ