ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი

ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი
დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე-ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ0მინისტრმა ირაკლი მ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სანქციების საკითხით შანტაჟი არ არის აქტუალური.
„რაც შეეხება ნიუ-იორკში ვიზიტს. ვიზიტი ხორციელდებოდა გაეროს ფორმატში და ამ ვიზიტს ჰქონდა თავისი ვიწრო მიზანი. რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ გვქონდა ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია, მომავალშიც მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია.
რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საინტერესო თემა. თუ ვინმესთვის შეიძლება პრაქტიკული კუთხით, ფინანსური კუთხით აქტუალური იყოს სანქციები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის არის დღესაც დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე-ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, უკვე ორ წელიწად ნახევარია, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.
შესაბამისად, ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ. სხვა მიმართულებითაც არ არის აქტუალური ასეთი შანტაჟი. აქედან გამომდინარე, ვიღაცეებმა რამდენიც არ უნდა ისაუბრონ სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს არის არასერიოზული და არ არის საინტერესო. ღირსების საქმეა, როდესაც გაშანტაჟებენ ფინანსური საკითხებით და ამ კუთხით შეიძლება იყოს საინტერესო“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა

სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს მის პოლიტიკურ არჩევანზე და იმაზე, რა ძალების მიერ არის მართული

ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება

მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში, დარწმუნებული ვართ, თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება