ბიძინა ივანიშვილი – არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, რადგან იქნება ძალიან დაძაბული ველი, გვმართებს დიდი სიფრთხილე

განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ამას ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია – ასე ვერ ვიტყოდი, რამეთუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში, სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ გარკვეული თანამდებობის პირები და ბიუროკრატები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ოპოზიციასთან, თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველ გუნდსა და საზოგადოებას უკვე დიდი გამოცდილება აქვს.
„სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ, მათ რიცხვში, ჩვენი სამეგობროდან გარკვეული თანამდებობის პირები, გარკვეული ბიუროკრატები კოორდინაციაში არიან და კორელაციაში არიან ოპოზიციურ სპექტრთან, მაგრამ, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, თავშივე, რომ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას. აი, დეჟავიუ – ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც უკვე გვინახავს. დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, [ს] მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ, ერთ რამეს აქვე გავუსვამ ხაზს, ალბათ, კითხვები შემდგომში გექნებათ და მექნება საშუალება, გავაკეთო ამაზე აქცენტები, რომ ყველა დღეს – ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე – სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად და შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის