ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად იოლი ხარ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ,,იმედის’’ ეთერში განაცხადა, როდესაც ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კითხვაზე.
მისი თქმით, „ეს არის დაპყრობის საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე იარაღი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
“ის, რომ ოპოზიცია ამას ასე მარტივად გვაყრის, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონაო, უამრავი მაგალითია, ვისაც დანახვა უნდა. ეს არის ძალიან სახიფათო. მე ამ საზოგადოების წინააღმდეგი არაფერი მაქვს, ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს არახალია, სოკრატეს დროიდან და უფრო ადრე იხსენებენ, ვიდრე ადამიანი არსებობს. ასეთები იყვნენ, მაგრამ მიდის ამის აგიტაცია და აგიტაციის ფონზე, მაქსიმალურად გეომეტრიული სისწრაფით იზრდება საზოგადოების ეს ნაწილი. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვიცავს, მადლობა ღმერთს, ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი ქრისტიანობა და ჩვენი ეკლესია, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ისტორიული მახსოვრობა და ამ მხრივ მგონი, რომ კარგად ვუმკლავდებით“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდის დედა აზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის.
„რასაც გეტყვიან ის უნდა დაიჯერო, მაშინ ხარ ლიბერალი, თორემ შენ თუ შეეწინააღმდეგე…აგერ, ერთ-ერთი ქვეყნის, ძალიან დიდი და განვითარებული ქვეყნის ვიღაც მასწავლებელი ამბობს, ორი სქესიაო – თავის აზრს ამბობს, არ არის მეტიო – ციხეში ჩასვეს. არის ასევე ძალიან განვითარებული ქვეყანა ევროპაში, [სადაც] უარყოფით კონტექსტში კი არა, საეჭვოდ რომ მოიხსენიო ეს საზოგადოება და მეორემ გიჩივლოს – ციხეში დაგიჭერენ. ამისი დედა აზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი.
ჰაქსლი ნახეთ „საოცარი ახალი სამყარო“ , ამ წიგნში უკვე არის, რომ საბავშვო ბაღში ბავშვებს სექსუალური თამაშები აქვთ, ერთი პარტნიორი არაფრით არ შეიძლება, ჰყავდეს და ა.შ….აგერ რეალობაა დღეს ეს უკვე, საბავშვო ბაღებში შეიტანეს. ჯერ კიდევ ფორმალურად ვითომ პედოფილიას ებრძვიან, მაგრამ ნახეთ, ისევ ქვეყნების დასახელებას თავს ვარიდებ, მაგრამ ბავშვებს საბავშვო ბაღებში როგორი სათამაშოები აქვთ, როგორ გაკვეთილებს უტარებენ.
აი, კიდევ ერთი მაგალითი, მოზარდს შეუძლია, გამოიცვალოს სქესი, გაიკეთოს რთული ოპერაცია, ისე, რომ მშობლებს არ შეუთანხმოს. როგორ წარმოგიდგენიათ? და მშობლები თუ წინააღმდეგი წავიდნენ, ციხეში დაიჭირეს, ამის მაგალითებიც ძალიან ბევრია საკუთარ შვილს რომ ოპერაცია არ გაუკეთეს. აი, ის მარტივი პროპაგანდა, რასაც გამოდიან დღეს და ასე უსინდისოდ აცხადებენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ რა მოხდა რა გვაქვს აქ დასაცავი? – არაფერიც არ არის, მოიგონა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს ახირებაა „ქართული ოცნების“. ეს იწყება მცირეთი, მარტივად ქუჩაში გამოსვლით, უამრავი მაგალითია, სად მიდის ეს, საბოლოო ჯამში.
ისეთმა პოლიტიკოსებმა, ისეთი ქვეყნიდან განაცხადეს, ქალი ხარ თუ კაციო, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ სხვასო, არ იცისო, ჯერ ქალია თუ კაციაო, ბიჭია თუ გოგოაო, – არაო, ეს მერე თვითონ უნდა გაიგოსო და თანაც დღეში უკვე ხუთჯერ შეგიძლია გამოიცვალო, 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა, რომ არა, მე უკვე ქალი ვარ. აი ესაა, რომ შენ უკვე არ იცი, ვინ ხარ და სამართავად ხარ იოლი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილმა სხვადასხვა მაგალითი დაასახელა და აღნიშნა, რომ იქამდე მიდის, რომ “მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის”.
„შედეგი რა არის, რა უნდათ? რატომ მიდის ამხელა პროპაგანდა და რატომ იხარჯება უზარმაზარი თანხები? უზარმაზარი თანხები იხარჯება ამ პროპაგანდაში. მარტივს გეტყვით: ყველაზე დიდი პარადი მგონი, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ტარდება, „გეი აღლუმი“ – რასაც ჰქვია და ნახეთ კადრები. რასაც ჩვენ გვეუბნებიან – რა მოხდა ქუჩაში გამოვიდნენ, რატომ უშლით ქუჩაში გამოსვლას? ასე იწყება ყველგან და ყველაფერში, ამ მარტივით იწყება. ეს ქუჩაში გამოსვლა ნახეთ ფოტოები, საშინელებები ხდება უკვე ქუჩაში მათი გამოსვლის დროს, ჩვენთვის საშინელებები – ვიღაცისთვის ნორმაა და ნორმად აწესებენ. პატარა ბავშვები მხარზე შემოსმული, 2-3 წლის – ყველანაირი ტიპის ორგია მიდის ქუჩაში. ნორმალურია ეს აგიტაცია? ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენ – რა მოხდა ქუჩაში გამოვიდნენ, აი, სად მიდის ეს ქუჩის გამოსვლა, ეს ნახეთ.
რაც შეეხება პარადებს და სხვა დანარჩენი ნახეთ ქვეყნები, მე ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, სად მიდის ეს იდეოლოგია.
ის, რომ ამბობენ ქალს ქალი აღარ დავუძახოთ და კაცს კაცი აღარ დავუძახოთ, ის რომ ბაღის 5 წლამდე ბავშვებში მიდის უკვე სექსუალური აღზრდის გაკვეთილები. მაგალითებია ამის რამდენიც გინდათ და ამის მოპოვება რთული არ არის. ის, რომ ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის მასწავლებელი ციხეში მეორედ შეუშვეს, იმის გულისთვის, რომ გამოვიდა და ისევ თქვა პრინციპულად, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – მამრი და მდედრი – არ არსებობს ეს სექსუალობის მრავალფეროვნება და ათასობით [სქესი] არ არსებობს, ისევ შეუშვეს მეორედ ციხეში.
აი, აქ მიდის ეს, ნელ-ნელა, რომ დაიწყოთ მარტივი ქუჩის მიტინგი, სადაც გასდით, აქ აჰყავთ უკვე, აქ მიდის.
ის, რომ მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის.
მე არ მინდა ქვეყნებს შევეხო და ცალკეული პიროვნებების განცხადებები გავიხსენო, ძალიან დიდი პოლიტიკოსების. ქალია თუ კაცი, გოგოა თუ ბიჭი – არ უნდა თქვა, მიზანი მარტივია – ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, არათუ ის, რომ ქრისტიანი თუ მუსლიმია, არათუ ის, რომ მას ჰყავდა დავით აღმაშენებელი და მან თავისი ისტორია და იდენტობა უნდა იცოდეს და მრავალჟამიერი იცოდეს – არა, არა, ეს ყველაფერი უნდა გადაიყაროს, მან ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი. ეს არის უახლესი იარაღი დაპყრობის, ამ ადამიანს რაც გინდა ის უქენი, არაფრის ხელის გამძრევი არ არის, არაფერს აღარ დაიცავს. აქ მიდის ყველაფერი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.