ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში წაადგება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ მთელს ქვეყანას – კახა კალაძე

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, პარტიის რიგგარეშე რიგით მეშვიდე ყრილობა გაიმართა, სადაც არჩეული იყო პოლიტსაბჭო და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საპატიო თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ს კანდიდატურა. ის არის ადამიანი, რომელმაც დააფუძნა აღნიშნული პარტია და მართლაც გარდამტეხი როლი ითამაშა 2012 წელს იმ ცვლილებებში, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის” – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთ რამეს ვიტყოდი – მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2012 წლიდან დღემდე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარტიას არ გადაუხვევია იმ პრინციპებიდან და ღირებულებებიდან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაცხადდა 2011 წელს და 2012 წელს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ ყველაფერს და ეს არის: დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და დავიცვათ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ეს იქნება ყოველთვის. უპირველეს ყოვლისა იქნება სამშობლოს ინტერესები დაცული. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს წაადგება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ მთელს ქვეყანას“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას