31 დეკემბერს, აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებიდან 4 დღეში, უტა ივანიშვილის სახელით, საჯარო რეესტრში ახალი სააქციო საზოგადოების – “ატუ ჰოლდინგის” რეგისტრაციის განაცხადი შევიდა. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, დოკუმენტები 14:53 საათზე წარადგინეს, იუსტიციის სამინისტრომ კი 31 დეკემბერსვე, 17:34 საათზე დაარეგისტრირა.
