პოეტი, ზვიად რატიანი, რომელიც უკვე მესამედ სცემეს, ისევ აქციაზეა და მედიასთან დღევანდელ თავდასხმაზე ამბობს:
სადარბაზოდან გამოვედი და ფეხი დამიდეს, წავიბორძიკე, ოთხნი იყვნენ, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ. არაფერს არ იძახდნენ, წამაქციეს, ცოტა მირტყეს, აღარ ვიცი, ძველი ტრამვებიც მაქვს, ახალიც, ხელი მაქვს დღეს დამატებით ნაღრძობი. მაგათი ვის ეშინია? მე ვარ ასაკოვანი ადამიანი, ჩემზე გაცილებით უკეთესები, გაცილებით მეტად იცემენ, ახალგაზრდები და მე რომ დავიწყო ახლა, აქ მტკივა და… მეუხერხულება… გამომიშვეს და მეორე დღეს აქციაზე ვიყავი, ვინ უნდა შეაშინონ, ბიძინა ივანიშვილის როგორ უნდა შეგეშინდეს? რას ჰგავს? კაცის მსგავსი დიქტატორი გაგვიხდა სანატრელი არტიკულაციის მინიმალურ სტანდარტებს რომ აკმაყოფილებს. აქა ვარ, აქციაზე, ჩემი შვილებიც აქ არიან. აქ უნდა ვიყოთ. მუშტი–კრივზე გადასვლა არ შეიძლება, რადგან ამას ბოლო არ ექნება. აი, მამუკა მდინარაძის ცემა არ უბედურებაა მერე, როცა ეს ყველაფერი მორჩება და ამიტომ, მშვიდობიანად.