ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი დაბრუნების პოლიტიკური შეფასებები

ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ “ქართული ოცნების” რამდენიმე ლიდერთან კონსულტაციებს მართავდა, ოპოზიციის ნაწილისთვის არაფორმალური მმართველობის შესახებ განცხადებების გაკეთების საფუძველი გახდა. “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ოპოზიციას განადგურებული უწოდა, პარტიების წარმომადგენლებმა კი, საპასუხოდ, თქვეს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მმართველ გუნდს ვეღარ გადაარჩენს.
ოპოზიციის კრიტიკას არაფორმალურ მმართველობაზე მორიგ სპეკულაციას უწოდებენ “ქართული ოცნების” ლიდერები. მათი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა, ს პოლიტიკაში დაბრუნებით, სწორედ ოპონენტებს შეექმნათ.
ივანიშვილის მესამედ დაბრუნებაზე საკუთარი პოზიცია აქვთ პოლიტიკური პარტიების ნაწილს. ისინი მიიჩნევენ, რომ “ქართული ოცნება” კრიზისშია და ახლა, დამფუძნებლის საშუალებით, საზოგადოებაში ნდობის დაბრუნებას ცდილობს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც.
არჩევნებში რომ დამაჯერებლად “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ამაში ეჭვი არ ეპარებათ პარტიის ლიდერებს, რაც, მათი თქმით, იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს პოლიტიკური გაძლიერება არ სჭირდებოდა. სახელისუფლებო გუნდი აქცენტს სწორედ ოპოზიციის სისუსტეზე აკეთებს და, ამ ფონზე, საზოგადოების კონსოლიდირების მნიშვნელობაზე საუბრობს.
ოპოზიციის განცხადება, რომ ივანიშვილის გარეშე “ქართული ოცნება” არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, არასერიოზულად გამოიყურება პრემიერ-მინისტრისთვისაც. დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” 2024 წლის არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს.
ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” წევრებმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე აირჩიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა

ზურაბიშვილმა ხომ იცის, რომ მაქსიმუმ მასთან ვინც ხელისუფლებიდან მივა, ეს სამართალდამცავები იქნებიან – ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამიმუნა და გადაგდო