ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დანის წვერზე გვატარეს და უწყვეტი მშვიდობით და ეკონომიკური წინსვლით მოგვიყვანეს აქამდე

2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე რა პირობებშიც მოუწია მუშაობა მმართველ პარტიას, მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებულ, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ გუნდს თუ შეეძლო. მათ ეს შეძლეს, ს ლიდერობით დანის წვერზე გვატარეს და უწყვეტი მშვიდობით და ეკონომიკური წინსვლით მოგვიყვანეს აქამდე – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, ამიტომ ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, რადგან ახლა ხალხის ჯერია აქტიურობით და ერთად დგომით გადაარჩინონ სამშობლო გაქრობისგან და საბოლოოდ გააფორმონ ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა.
„2012 წლის 1 ოქტომბერი, ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ემოციური ბედნიერი დღე. მაშინ მეგონა რომ ეს იყო დასასრული ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ცხრაწლიანი ჯოჯოხეთის, მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ნათქვამია.
2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე რა პირობებშიც მოუწია მუშაობა მმართველ პარტიას, მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებულ, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ გუნდს თუ შეეძლო. მათ ეს შეძლეს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დანის წვერზე გვატარეს და უწყვეტი მშვიდობით და ეკონომიკური წინსვლით მოგვიყვანეს აქამდე. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენი აქტიურობით და ერთად დგომით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო გაქრობისგან და საბოლოოდ გავაფორმოთ ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა. 26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას ამიტომ ყველანი არჩევნებზე, მე მჯერა ჩემი ხალხის გონიერების“, – წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში