ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა $236-მილიონიანი “მტკვარი ჰესის” პროექტი გაყიდა

მილიარდერ ს მიერ დაფუძნებულმა “თანაინვესტირების ფონდმა” “მტკვარი ჰესის” დაუმთავრებელი პროექტი გაყიდა, – ამის შესახებ საჯარო რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა.
თანაინვესტირების ფონდმა “მტკვარი ჰესის” ნასყიდობის ხელშეკრულება 16 ივლისს გააფორმა. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სააქციო საზოგადოება “ჰიდროენერჯიუსმა” შეიძინა, რომელიც 2024 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული კომპანიის 66%-იანი წილი ეკუთვნის სს “გრევითი ინვესთმენთს”, რომელიც 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა და მისი 100%-იანი წილი იურისტ კობა ჩეკურიშვილს ეკუთვნის. 33%-იანი წილის მფლობელი კი ასევე 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანია “ლატერენია”, რომელიც იურისტ თინა ბარბაქაძეს ეკუთვნის. საგულისხმოა გარემოება, რომ “გრევითი ინვესთმენთი” 2023 წლის 23 მარტს, “ლატერენი” კი 2023 წლის 24 მარტს დაფუძნდა. სააქციო საზოგადოება “ჰიდროენერჯიუსის” დირექტორი კი იურისტი კობა ჩეკურიშვილია.