ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესის” პროექტი გაყიდა

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესის” პროექტი გაყიდა
ს თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესის” პროექტი გაყიდა. ამის შესახებ დოკუმენტაცია საჯარო რეესტრშია გამოქვეყნებული.
თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესის” პროექტი სააქციო საზოგადოება „ჰიდროენერჯიუსმა” შეიძინა, რომელიც 2024 წლის თებერვალში დაფუძნდა. კომპანიის 66%-იანი წილი ეკუთვნის სს „გრევითი ინვესთმენთს”, რომლის 100%-იანი წილი იურისტ კობა ჩეკურიშვილს ეკუთვნის. 33%-იანი წილის მფლობელი კომპანია „ლატერენია”, რომელიც იურისტ თინა ბარბაქაძეს ეკუთვნის.
კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ,,მტკვარი ჰესის” მშენებლობაზე 236 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. ამჯერად გასაყიდი ფასი გასაიდუმლოებულია, მაგრამ აშკარაა, რომ ივანიშვილი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ,,გააქეშებს”.
„ამჯერად ,,მტკვარი ჰესი” გაყიდა, რომლის მშენებლობაზე 236 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო (სხვათა შორის ივანიშვილის ვარაუდით მისი ფული გაიფლანგა და ჰესის მშენებლობის საკითხს პროკურატურა სწავლობს).
ფასი გასაიდუმლოებულია, მაგრამ აშკარაა, რომ ივანიშვილი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ,,გააქეშებს”“, – წერს აბესაძე.
ახალციხეში მდებარე „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა 2014 წელს, თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, განახლდა, როცა ფონდმა ეს პროექტი სრულად შეისყიდა. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 54.1 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება კი 259.8 მლნ კვტ.სთ.
პროექტის სავარაუდო წლიური გამომუშავება საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.8% -ს (2022 წელს 14.2TWh) შეადგენს. 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში, „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9,6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი.
პროექტის თავდაპირველი საინვესტიციო ღირებულება $100 მლნ იყო, თუმცა მისმა ღირებულებამ $236 მილიონამდე გაიზარდა. ბიძინა ივანიშვილი პროექტის განვითარებითა და მკვეთრად გაზრდილი ხარჯებით უკმაყოფილო იყო. ამასთან დაკავშირებითაც გასული წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ჰესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია პროკურატურას მიეწოდა.
თანაინვესტირების ფონდმა მტკვარი ჰესი 2014 წელს შეიძინა და მრავალწლიანი გაჩერებული სამშენებლო სამუშაოები განაახლა. „მტკვარი ჰესის“ პროექტს 2009-2014 წლებში სააქციო საზოგადოება „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“ ახორციელებდა, რომლისგანაც შემდგომში „თანაინვესტირების ფონდმა“ სადგურის 100% გამოისყიდა.