ბიძინა ივანიშვილის გზავნილი არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ოსი თანამოქალაქეების მიმართ და ამავე დროს, გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს მისი ლიდერობით

ბიძინა ივანიშვილის გზავნილი არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ოსი თანამოქალაქეების მიმართ და ამავე დროს, გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს მისი ლიდერობით
„თუ გვსურს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველთა და ოსთა და-ძმური თანაცხოვრება, აუცილებელია გავიაზროთ ყველა ის შეცდომა და დანაშაული, რაც ორივე მხარემ დავუშვით და ორთავემ უნდა შევძლოთ ამის აღიარებაც და ბოდიშის მოხდაც“, – ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ს გზავნილი არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ოსი თანამოქალაქეების მიმართ და ამავე დროს, გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს მისი ლიდერობით.
„პირველ რიგში, მინდა მკაფიო მხარდაჭერა დავაფიქსირო ყველა იმ გზავნილზე, რომელიც გორში ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა და რომლებსაც მეც შეგახსენებთ ჩვენი წინასაარჩევნო ოთხი დაპირების სახით. ესენია:
ნაცების დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება;
ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან;
ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება და ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების კონსტიტუციური განმტკიცება.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს გზავნილები გაჟღერდა გორში, კონფლიქტის რეგიონში, ამ დაპირებებიდან მესამეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რათა მოხდეს იმ გაყინული ურთიერთობების გალღობა, რაც კონფლიქტის შემდეგ ჩამოყალიბდა. თუ ჩვენ გვსურს, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერთიან სახელმწიფოში ქართველთა და ოსთა და-ძმური თანაცხოვრება, აუცილებელი იქნება გავიაზროთ ყველა ის შეცდომა და დანაშაული, რაც ორივე მხარემ დავუშვით და ორთავემ უნდა შევძლოთ ამის აღიარებაც და ბოდიშის მოხდაც.
ბიძინა ივანიშვილის გზავნილში გაჟღერდა ზუსტად ის, რომ ჩვენ მზად ვართ ასეთი ნაბიჯისთვის. ეს არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ჩვენი ოსი თანამოქალაქეების მიმართ. ამავე დროს, ეს არის გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. ამ მიდგომას, იმ სამ დანარჩენ დაპირებასთან ერთად, აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი სამშობლოსათვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ პარლამენტის ტრიბუნიდან, საქართველოს მოქალაქეებს, დიდი მოწიწებით და დიდი პატივისცემით გთხოვთ, დაგვიჭიროთ მხარი, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და სუვერენიტეტი.
რაც შეეხება ჩვენი მეხუთე კოლონის და აგენტოკრატიის მიერ ატეხილ კრიახს ამ „ბოდიშთან“ დაკავშირებით: სად გაგიგიათ ნაცი და ბოდიში? ბოდიშის მოხდა და შეცდომის და თუნდაც დანაშაულის აღიარება ღირსეული ადამიანების საქციელია. ამ უჯიშოებმა და უსამშობლოებმა ჩაიდინეს გირგვლიანი, რობაქიძე, ქუჩა-ქუჩა ხოცეს სხვა ბევრი უდანაშაულო ახალგაზრდა, წამებაში ამოხადეს სული და აუპატიურეს პატიმრები… სია დიდია! ერთხელ მაინც გსმენიათ ვინმეს მათი მხრიდან ამ ყველაფრის აღიარება და მით უმეტეს – ბოდიში?
კარგად გვახსოვს ისინი, საომარი მოქმედებების დროს გაქცეულნი წითელ ხიდზე, აქ დარჩენილნი კი რუსი ოკუპანტების მსახურები, კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩამბარებელნი და თვითმფრინავის ხმაზე მიწაზე მფორთხავი სამარცხვინო მთავარსარდალი. გვახსოვს თბილისში, წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება და სამარცხვინო ზეიმიც, როცა ფრონტზე უპატრონოდ ეყარა ჩვენი მიტოვებული გმირების ცხედრები და აღარავის ახსოვდა ცხინვალის რეგიონში მიტოვებული ქართველი მოსახლეობა. ქვეყნის წინაშე მათ მიერ ჩადენილი კიდევ სხვა ბევრი უგუნურების და ღალატის გახსენება შეიძლება, თუნდაც ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633, სადაც უკვე ხელმოწერით უღალატეს საქართველოს.
ახლა ეს დამნაშავეები გარედან არიან მხარდაჭერილი იმ ხალხისგან, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულების თანამონაწილეა და მუდამ იცავდა ამ კრიმინალების ხროვას, როგორც დემოკრატიის შუქურას, ასევე, ამათთან ერთად არის მთავარი ჯაშუში, ქალბატონი პრეზიდენტი, და ესენი, თავიანთი პატრონების მხარდაჭერით, აპირებენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ჩვენს სამშობლოში.
ამიტომ, ჩემო თანამემამულენო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიფხიზლისკენ და გონიერებისკენ. ისედაც მარტივადაც შეგიძლიათ შეაფასოთ და მიხვდებით საით უნდა დადგეთ. დავფიქრდეთ, ვის მაგალითზე გვინდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები! ერეკლე მეორე, ჩვენი პატრიარქი, რობიკო სტურუა, ბიძინა ივანიშვილი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური, და კიდევ ბევრი სხვა არიან ისინი, ვის ავტორიტეტზეც და სიყვარულზეც შეიძლება აღვზარდოთ ისინი.
ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, საბოლოოდ უარი ვუთხრათ ამ ჩვენი საამაყო ხალხის მაგინებელ და შეურაცხმყოფელ ლიბერალ-ფაშისტურ აგენტურას! გადავდოთ ყველა საქმე, არ დავიზაროთ და ქუდზე კაცი 26 ოქტომბერს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა ამ ბოროტი ძალისგან!“ – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა ნიკოლაიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: ასეთი მოწოდებების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომ იმ ზღვარზე არ გაიაროს, რომლის იქით უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული