ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს.
შეკრებილებს ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები შემდეგი წარწერით: “სამშობლო ფულზე მეტია”, “ფულს შეგიგროვებთ და წადი”, “დიდი ქოციანობის დასასრული”, “ხმის და მომავლის ქურდები”. ადგილზე, ასევე, მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში და რეგიონებში საპროტესტო აქციები დაიწყო. უკვე მე-4 დღეა, მოქალაქეები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.