“ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არის პრობლემა ნაცმოძრაობის გარე პარტნიორებისთვის” | კობახიძე
“ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არის პრობლემა ნაცმოძრაობის გარე პარტნიორებისთვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვას პასუხობს, “ხომ არ შეუშლის ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება”.
…სიმართლის ლაპარაკმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მოიტანა შედეგად კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ვერ მივიღეთ შარშან, ეს პროცესებიც გახსოვთ, მაგრამ ჩვენმა პოლიტიკამ, ჩვენმა გზავნილებმა შედეგად მოგვიტანა სწორედ კანდიდატის სტატუსი. […] ჯერ ერთი, თუ საუბარია ფინანსურ რესურსებზე, ფინანსური რესურსებით გამოირჩევა არაერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ხო, იცით, რომ პარტიების ლიდერები არიან ფინანსურად შეძლებული ადამიანები. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას აქვს განხორციელებული ამ ქვეყანაში უზარმაზარი ქველმოქმედება, რაც, რა თქმა უნდა, მის განსაკუთრებულ ავტორიტეტს განაპირობებს. ეს, ბუნებრივია, სწყინთ იმ ადამიანებს, ვიზეც თქვენ გაქვთ საუბარი. იმიტომ რომ მათ მთავარი პარტიას ეს პრობლემას უქმნის. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არის პრობლემა ნაცმოძრაობის გარე პარტნიორებისთვის და პატრონებისთვის. ამიტომ არიან ისინი შეშფოთებულები ამ ყველაფრით. ივანიშვილის ქველმოქმედება და მისი პოლიტიკური ქველმოქმედება, რომელიც მან განსაკუთრებით 2012 წელს განახორციელა, როდესაც პირდაპირი გაგებით სისხლიანი რეჟიმი ჩააბარა წარსულს და საქართველოში დაამკვიდრა დემოკრატიული მმართველობა ავტორიტარიზმის ნაცვლად, – თქვა კობახიძემ.