ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში –

ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში –
ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ ჰქონიათ.
„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ეს არის მასზე და მის ხედვაზე დამოკიდებული. ჯერჯერობით ჩვენ არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გვექნება შეკრებები და დაიგეგმება საარჩევნო კამპანია. გავიმეორებ, მასზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით, მის მოსაზრებებს“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, ვინ არიან მთავრობის წარმომადგენლები, ვისთანაც ხაზზე იყო, კობახიძემ აღნიშნა, რომ მას და კახა კალაძეს ჰქონდათ კომუნიკაცია.
„დაახლოებით შეგიძლიათ, ივარაუდოთ სამთავრობო და პარტიული იერარქიიდან გამომდინარე. მე მქონდა მასთან კომუნიკაცია, კახი კალაძეს და შეგიძლიათ, ივარაუდოთ პარტიული სამთავრობო იერარქიის მიხედვით“, – აღნიშნა კობახიძემ.
Next: უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაინიცირების შემდეგ პოლიტიკური სუბიექტების ირიბად დაფინანსება შემცირებულია, თუმცა თითოეულ ასეთ პრეცედენტს ბოლომდე უნდა გავყვეთ

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად