ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო – განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა­­, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სა და მისი მეუღლის განცხადებაშია ნათქვამი.
„ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან.
მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას”, – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ