ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავენ

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მესაჭედ მრავალი წელი ყოფნას, – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მისალოც ტექსტში, რომელსაც „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-ს მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, 92 წელი შეუსრულდა.
განუზომელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული საზოგადოების სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ფასდაუდებელია მისი შრომა და თავდადება – აღსაყდრებიდან 47-ე წელია, რაც ჩვენი პატრიარქი ქართველი ერის ერთობის, თვითმყოფადობისა და ღირებულებების სადარაჯოზე დგას.
ჩვენი სამშობლო, სხვა ბევრ მახასიათებელთან ერთად, იმითაცაა გამორჩეული, რომ სულიერ წინამძღოლად სწორედ ადამიანთა სიყვარულის, სიბრძნის, თავმდაბლობისა და მაღალზნეობრიობის ცოცხალი მაგალითი – ილია მეორე ჰყავს.
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მესაჭედ მრავალი წელი ყოფნას, მისი სულიერი შვილების საიმედოდ, საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, – აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მისალოც ტექსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე

მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქიდან უთხრეს არ გაისროლოო, დიდი გაურკვევლობა იყო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა