„ბიძინას უნდა პრეზიდენტობა რიგი მიზეზების გამო და ამ ოდიოზური ფორმით მას ეპრანჭებიან“ –

ანალიტიკოსი ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტისთვის ხელახლა იმპიჩმენტის დაყენების ინიციატივას ასე ეხმაურება:
„გასაგებია, რომ ე.წ. “იმპიჩმენტის” პროცესის დაწყებაზე განაცხადი პრეზიდენტის მიმართ საუკეთესო საჩუქარია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციისთვისაც წინასაარჩევნოდ.
მაშინ რატომ აკეთებენ ამას? გაგიჟდნენ და აფექტურად მოქმედებენ?
ალბათ ამ გადაწყვეტილებაში სიგიჟის და ყოვლისმომცველი შიშების წილი საკმაოდ მაღალია.
ამასთანავე, ვფიქრობ, რომ მათი ეს განაცხადი ადასტურებს ჩემს ადრინდელ ვარაუდს, რომ ბიძინას უნდა პრეზიდენტობა რიგი მიზეზების გამო და ამ ოდიოზური ფორმით მას ეპრანჭებიან.“

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი