“ბიძინას “აგაროდი” – კახა მიქაია

ბოსტანი
დღეს დიდი დღეა!!! ს ბოსტანში ყრილობა იმართება!!! ბოსტნის პატრონის მიერ ბოსტანში ჩატარებული სამუშაოების შესახებ, მებოსტნის ჩაანალიზებას… დიდი ყურადღებითა და გულისყურით ელოდება, ბოსტანს მიღმა დარჩენილი ქართული საზოგადოებაც… მთავარია, არ იყო ნაცი, არც მოქმედი, არც ყოფილი, არც ახალი და არც ეჭვი არსებობდეს შენს ნაცობაზე… …და შეიძლება, ყრილობაზე აღმოჩნდე!!!… თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც კი დასაშვებია თუ საკუთარი სურვილით აირჩევ ადგილს ბიძინას ბოსტანში, როგორც ბიძინას ბოსტნის ერთერთი ბოსტნეული ქალბატონი გვამცნობს, ,,კოხტად და ლამაზად”… დღეს ბიძინას ბოსტნის ბოსტნეულები: ქინძები, კარტოფილები, ოხრახუშები, ბადრიჯნები, კიტრები და კიდევ კიტრები… ბოსტანში შეიკრიბებიან და ბოსტნის პრემიერად, ბოსტნის მფლობელის მხრიდან, ერთერთი გამორჩეული კიტრთაგანის, მისი უკიტრესობის დასახელებას დაელოდებიან…
ბიძინას ,,აგაროდი” – ,,ინდივიდუალიზმისა” და ნებაყოფლობით ბოსტნეულად ჩანერგვა-ჩაკვეხების ,,გამაოგნებელი” და ,,გასაოცარი” სივრცე…

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება