ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, „ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს – ხაზარაძე

„ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს“, – ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრის გადადგომას.
მამუკა ხაზარაძის თქმით, კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავჯდომარის.
„ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა. აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას. „ოცნებამ“ იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. საზოგადოებას რეალური ცვლელებები სურს. რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას მალე გაუშვებს ქართველი ხალხი. „ლელო“ ემსახურება საქართველოს. გამარჯვებამდე დარჩა 39 კვირა!“ – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?