“ბიძინამ დაუშვა კატასტროფული შეცდომა” – ლევან სანიკიძე

“ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გააკეთა, რომ ამ ქვეყნის შემდგარი მოღალატეა. მას თამასუქები აქვს სთვის გასასწორებელი. 12 წელი ამ კაცმა, რუსეთის გავლენით, საქართველოში იბაირამა: რასაც რუსები სთხოვენ, იმას აკეთებს. 12 წლის განმავლობაში, , დან არჩევნებამდე, იმ რუსებსაც ამ თამასუქს არ უსტუმრებდა – ყველაფერი ერთბაშად მოსთხოვეს.
მე ასე ვუყურებ: ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი გამოსვლის შემდეგ უნდა ჩართოთ რუსული პროპაგანდისტული არხები, სადაც პირველ ნიუსად გამოაქვთ ბიძინას ციტატები. ამას აკეთებს რუსეთის დაკვეთით, ამასთან, ჰყავს შემდგარი მოღალატეების წრე გარშემო.
ბიძინას არა აქვს პარალელური საქართველოს განცდა, ის ჩვენ მიგვიჩნევს პარალელურ საქართველოდ. მისთვის ქოცობა არის იდენტობა.
ვინც გორში ტაში დაუკრა, ის ქართველი არ არის ჩემთვის. ჩემთვის ქართველობა წარმომავლობა არაა – იდენტობაა. შესაძლოა, არ გქონდეს ქართული წარმომავლობა და გვარი, მაგრამ სულით, შეგნებით ქართველი იყო. ის, რაც ბიძინამ ჩაიდინა და იქ რამდენიმე ადამიანმა ამას ტაში დაუკრა, ჩაიდინეს შეგნებული ღალატი.
მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც 2008 წლის ომმა შექმნა – ჩემთვის ეს არის იარა და ჩემთვის ის ომი არ არის დასრულებული. მე ვიყავი 8 წლის და მახსოვს იმ ბიჭების გმირობა.
ბიძინა ივანიშვილი დგას ავტორიტეტების განადგურებაზე – ეს არის მისი პირველი თვისება: რომ მის გარდა, არავინ არ უნდა დარჩეს ავტორიტეტი. მაგრამ ეს არის ქვეყანა, სადაც გმირებს, მათ შორის, დაღუპულ, მაგრამ ღირსეულ ადამიანებს ბიძინასნაირი მოკვდავები ვერ აჯობებენ ვერასდროს.
ასჯერ რომ დაიბადოს ბიძინა ივანიშვილი, ერთი გიორგი ანწუხელიძე ყოველთვის აჯობებს – ეს არის მისი ბედისწერა და ამას ფული ვერ გადაწონის, ვერ შეცვლის.
მე მქონდა სირცხვილის განცდა, როცა ვკითხულობდი გმირთა ქვრივების პოსტებს. ეს ხომ უნდა წარმოიდგინო მთელი პროცესი: როგორ კრეფს ამ ტექსტს ადამიანი, რომელსაც წაართვეს ყველაზე ძვირფასი, მაგრამ ამ დროს არის ყველაზე ამაყი.
ჩემთვის ისიც მძიმე იყო, რომ ეს ხალხი, რამდენიმე საათით, მაგრამ პირისპირ აღმოჩნდა ბიძინასთან, რომ მათი ქმრები მათი დასაცავი გახდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის ჩემთვის საქართველო.
ს ომის დროს საერთოდ არ ვიყავი დაბადებული, მაგრამ შეცდომად მიმაჩნია, რომ გურამ გაბესკირიას სიტყვები სკოლებში არ ისწავლება: არ დაუჩოქა! ბიძინასთვის კი სხვაგვარადაა: “დაუჩოქე!” “აიტანე!”
და ბიძინამ დაუშვა კატასტროფული შეცდომა: რომ ეს, ომის თემაზე მშვიდობის ეგიდით მუდმივად საუბარი, ეს არის უკვე ამ ქვეყნის სირცხვილზე საუბარი: მუხათგვერდის სასაფლაოზე ასვლის მორალური უფლება თუ არ დაგრჩა ქართველს, რა არჩევნებზეა საუბარი? რას აკეთებ?
და ეს შეურაცხმყოფელ ფორმას იღებს. რუსულ კანონზე გაცხარებული კი არა, გადარეული ვიყავი, მაგრამ ამ განცხადებასთან შედარებით, მონაგონია, იმიტომ რომ ამ ქვეყნის იდენტობას შეეხო.
უბრალოდ, გვარი – ანწუხელიძე როცა გესმის, სხვისი გვარიც რომ იყოს, მაინც ფიქრობ, რომ ეს არის ამ ქვეყნის სინდისის სახელი და გვარი. და მას როდესაც სთხოვ ბოდიშის მოხდას, იქ ყველაფერი დამთავრებულია – სულიერად გახრწნილი, ამორალური, მოღალატე ადამიანი ხარ და მსგავსია ყველა, ვინც იქ ტაში დაუკრა და თავი დაუხარა ამას.
ეს ხალხი რას შეეწირა? მე ის მამშვიდებს, რომ ჩემი თაობა შექმნეს ამ ადამიანებმა. ის, რომ საქართველოსთვის ბრძოლა უფლება კი არა, ვალდებულებაა, არის ამ გმირების სახელების, გვარების და სისხლის დამსახურება.
და ამ არჩევნებზე, ნებისმიერ სამხედროს, ან მოქალაქეს, რომელსაც შეხება ჰქონია ან იცნობს სამხედროს ოჯახს, ან იცავდა ამ ქვეყნის ღირსებას საკუთარი სხეულით, აქვთ ერთი ვალდებულება, ყველას: რომ არ მივცეთ ბიძინა ივანიშვილს აგვისტოს ომის, აფხაზეთის ომის გმირების ხელმეორედ მოკვლის უფლება.
არჩევნებზე ჩვენ მივალთ და, რა თქმა უნდა, ავირჩევთ კეთილდღეობას, მაღალ ხელფასებს და ასე შემდეგ – მე მიმაჩნია, რომ ოპოზიციას ამის შესაძლებლობა აქვს. მაგრამ პირველ რიგში, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ხმას ვაძლევთ ქართულ სახელმწიფოს და არა იმ ადამიანებს, ვინც ემზადებიან მისთვის ენით აღუწერელი შეურაცხყოფის მისაყენებლად. არ უნდა მივცეთ არჩილ ტატუნაშვილის ხელმეორედ მკვლელობის უფლება – ეს ამის ტოლფასია.
გმირების ქვრივები რომ წერდნენ დანანებით, რატომ დაიღუპა ჩემი მეუღლეო, ჩვენ ყველამ უნდა დავუმტკიცოთ 26 ოქტომბერს, რომ ვალი გვაქვს ჩვენ ამ ხალხის, ვალი გვაქვს მათ შვილებთან – სამუდამო ვალი. და ამ გამარჯვების შემდეგაც კი ვერ ამოვალთ ამ ვალიდან.
ქართული სახელმწიფო დგას და იდგება იმ ადამიანებზე, ვინც შექმნა ეპოქა. და ეს მოჩვენებითი საუბარი ხელისუფლებისგან დღეს, რომ თითქოს არ ეხებიან აგვისტოს ომის გმირებს და ეხებიან მხოლოდ ხელისუფლებას, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ მაშინ ვინც იყო ჩემი ქვეყნის მთავარსარდალი, არ არის მისი დასაჩაგრი, რა! არის რაღაც, რაც იდენტობის ნაწილია. წყენა აქვს ვიღაცას, ვიღაცა თვლის, რომ მიქარა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ის იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი მაშინ.
ბიძინა ყველაფერს თელავს და ვითომ უნდა, რომ გამიჯნოს მაშინდელი გენერალიტეტი, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდალი და ეს არის სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოთა გადაწყვეტილებების რევიზირება, ეს არის საქართველოში კოსოვოს პრეცედენტის გაჩენა.
მე მინდა ერთიან საქართველოში ცხოვრება და, ბევრი რაღაცის გადაფასება მოხდება, მაგრამ არა ამ ქვეყნის სირცხვილისა და დაფურთხებულის ალოკვის ხარჯზე!…