,, ბიძინამ ამ ნაბიჯით ფაქტობრივად საკუთარ ფეხში ისროლა” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
,,სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვნერვიულობ.
ამ კანონის მეორედ შემობრუნებამდე ვფიქრობდი, რომ “ოცნებას” ოქტომბერში არჩევენების მოგების და მეოთხე ვადით დარჩენის რეალაური შანსი ქონდა, რადგან ოპოზიცია გონივრულობის ნიშნებს საერთოდ არ ამჟღავნებდა,
მაგრამ იმ დღიდან, რაც ეს კანონი შემაობრუნეს და დალაგებული სიტუაცია თავად არიეს, ეჭვი აღარ მეპარება, რომ ისინი ამ არჩევენებზე მარცხთან ისე ახლოს იქნებიან, როგროც არასდროს.
ბიძინამ ამ ნაბიჯით ფაქტობრივად საკუთარ ფეხში ისროლა. დღეს კი თქვა, სწორი დრო შევარჩიე კანონის შემოსაბრუნებლად, რადგან არჩევნებმადე მუხტი გაიწოვებაო, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე მცდარი ანალიზია, რაც აქამდე გაუკეთებია.
კი წაიტრაბახა, ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ადასტურებს, რომ არ ვცდებიო, მაგრამ ზედემეტი თავდაჯერებულობა ბოლოს კისერს აუცილებლად წაიტეხს და ეს დრო ახლა დადგა.
სინამდვილეში აქამდეც ცდებოდა, უბრალდ, აქმდე მის შეცდომებს მიშა “აზღვევდა.” ხალხს სულ ამ არჩევანს სთავაზობდა: ან მე ან მიშა და ხალხი მიშას მობრუნების შიშით ყველაფერს ივიწყებდა, მაგრამ ამ კანონის შემობრუნებით და დღევანდრლი გამოსვლით, მან მომავალი არჩევენებისთვის მოსახლეობა დააყენა არჩევანის წინაშე: ან მე, ან დასავლეთი; ან მე, ან ევროკავშირი.
ჰოდა, მიშას კი უგებდა ყველა სიტუაციაში არჩევნებს, მაგრამ დასავლეთს მოუგებს? დასავლეთს, რომელსაც ყველა გამოკითხვით ქვეყანაში ლამის 80 პროცენტიანი მხარფაჭერა აქვს. აქვს არა იმომიტომ, რომ ევროპა ყველას ესმის, ან ყველას უყვარს, არამედ იმიტომ, რომ მისი საპირწონე ა.
ჰოდა, მისი ანალიზი მცდარი იმიტომ კი არაა, რომ ეს მუხტი არჩევნენამდე შეიძლება არ დაეცეს, არამედ იმიტომ რომ, რომც დაეცეს ის არსად გაქრება და საარჩევნო ყუთთან ამოხეთავას. როცა არჩევენები იქცევა რეფერენდუმად: ევროპა, ღუ რუსეთი, არჩევენებზე ის ხალხიც მივა, ვინც აქამდე არ დადიოდა და ეს იქნება გადამწყვეტი.
დღევანდელი აქცია კი არაფერს ნიშნავს. 2012 წელს მიშამაც გაავსო სტადიონი რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხით, მაგრამ მერე რაც მოხდა გემახსოვრებათ.”

ასევე დაგაინტერესებთ