,,ბიძინამ ამით ფაქტობრივად საკუთარ ჯამში ჩააფურთხა“ – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,ბიძინას მთელი ეს საარჩევნო კამპანია აგებული აქვს ქართულ-ჯიგრულ გაგებაზე, ურაპატრიოტიზმზე, ფსევდოღირსებაზე, ვითომ სიამაყეზე ე.წ. ქართველობის დაცვაზე და მოულოდნელად ამ ხალხს გორიდან უთხრა, ვინც ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცა, ბოდიში უნდა მოვუხადოთო. არადა, ბოდიშის მოხდაზე და შერიგებაზე ადრე თუ ვინმეს უსაუბრია, ისევ ლიბერალები იყვნენ და არა ის ხალხი, ვისზეც ეს საარჩევნო კმაპნია აქვს აწყობილი. ამით ფაქტობრივად საკუთარ ჯამში ჩააფურთხა.
ივანიშვილს ამდენი შეცდომა ერთად, რამდენიც წელს დაუშვა, აქამდე ალბათ არასდროს დაუშვია. ჯერ იყო და ამ „რუსული კანონის“ შემოაბრუნებით ფაქტობრივად მოგებული არჩევნები ეჭვქვეშ დააყენა, ხოლო გორში გაკეთებული ამ განცხადებით, მთელი საარჩევნო კამპანია წყალში ჩაყარა.
ოპოზიცია ჯერ მნიშვნელოვანს ვერაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის, ამიტომ ისევ ბიძინას იმედად თუ იქნებიან. :)”

ასევე დაგაინტერესებთ