ბიჭები [დაკავებულები] სად არიან? მარტო რატომ ვარ? რატომაა დახურული, აქ არავინაა ჩემი ნაცნობი… შემოუშვან ჩემი სტუმრები, – ამის შესახებ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მოსამართლემ მას განუმარტა, რომ სხდომაზე შემოსვლას ის არავის უზღუდავს.
მოსამართლის მიერ ბრალდების შინაარსის განმარტებისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ ციხის არ ეშინია.
„10 წელი ლოგინში ვიწექი, შვილი რომ მომიკვდა, 10 წელი არ ავმდგარვარ და ციხის შემეშინდება?”, – განაცხადა გიორგობიანმა.
მოსამართლის კითხვაზე, მხარეებს ერთმანეთის აცილება ხომ არ აქვთ, გიორგობიანმა უარყოფითი პასუხი გასცა, განაცხადა, რომ თანახმა იყო მისი ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი და პროკურორი გიორგი დოლაკიძე იყოს.
„ამისთანა სიმპათიურ ბიჭზე როგორ ვიტყვი უარს”,- განაცხადა გიორგობიანმა პროკურორზე.
მოსამართლის კითხვაზე, თუ რას საქმიანობს ის, ასე უპასუხა: „ბიზნესმენი ვარ, ბიძინაზე მდიდარი”,- განაცხადა გიორგობიანმა.
კითხვაზე, მის მიმართ დაკავების მომენტში ან შემდეგ, რამე უფლების დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, მან უპახუხა, რომ „მისი პოლიცია კარგად ექცეოდა”.
წყარო – ინტერპრესნიუსი



