“ბიძაჩემმა, გაქანებული კომუნისტების დროს, მოახერხა, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აეშენებინა რუსთავში ეკლესია” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მ რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრისას გაიხსენა, რა აკავშირებს ამ ქალაქთან. ოპოზიციონერმა ლიდერმა 1985-88 წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ დროს, საბჭოეთის პერიოდში, მისმა ბიძამ მოახერხა და ეკლესია ააშენა.
“ამ ქალაქთან ბევრი მაკავშირებს. ჩემი მშობლები ორივე გაანაწილეს ქალაქ რუსთავში, დედა ექიმი იყო, მამა მუშაობდა მეტალურგიულ ქარხანაში, აქ ჩაეყარა მათ სიყვარულს საფუძველი, ამ ქალაქში გავჩნდი და განსაკუთრებულად მიყვარს. რა მაკავშირებს კიდევ ამ არაჩვეულებრივ ქალაქთან… აქ იყო, ამ შენობაში, არაჩვეულებრივი ადამიანი ჟიული შარტავა, ეროვნული გმირი და როდესაც ის სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს, მისი მოადგილე, ბიძაჩემი, მამაჩემის უმცროსი ძმა, გახდა ამ ქალაქის ხელმძღვანელი. ეს ხდება 1986-87-88 წლებში და დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ გაქანებული კომუნისტების დროს მან მოახერხა, ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აეშენებინა დიდ საბჭოეთში და საბჭოთა საქართველოში ეკლესია, რომელიც ამშვენებს აქაურობას, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია… ეს იყო წარმოუდგენელი რაღაც, როგორ მოახერხეს იმ დროს, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია. ამიტომ, ეს ქალაქი ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი ქალაქი, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას