ყირგიზეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალური პირები შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ბიშკეკში, უცხოელი სტუდენტების წინააღმდეგ ძალადობის შედეგად, დაშავდა სულ ცოტა, 29 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე უცხოელი, რამაც გამოიწვია დიპლომატიური დაძაბულობა პაკისტანთან და ინდოეთთან.
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ავაზბეკ ატახანოვმა, 19 მაისს, ყირგიზეთის დედაქალაქში, მოლაპარაკებები გამართა ჰასან ალი ზაიგამთან, ყირგიზეთში პაკისტანის ელჩთან.
ატახანოვმა განაცხადა, რომ ვითარებას მთავრობა აკონტროლებს და დასძინა, რომ ყირგიზეთის ხელისუფლებამ დაიწყო სავარაუდოდ, გაურკვეველი კამათის შედეგად გამოწვეული ინციდენტის გამოძიება, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მოხდა და რომელშიც მიგრანტები იყვნენ ჩართული. დაახლოებით 140 სტუდენტი და კიდევ 40 სხვა პაკისტანელი გაფრინდა ბიშკეკიდან 18 მაისს, საღამოს.
სტუდენტებს ლაჰორის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრი, მოჰსინ ნაქვი, შეხვდა, განუცხადეს რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს, რადიო “მაშაალს” სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს წარმომადგენლებმა.