ბიშკეკში თბოელექტროსადგურზე ავარია მოხდა. ერთ-ერთ ვერსიად დივერსია განიხილება

2 თებერვლის ღამეს, ავარია მოხდა ს დედაქალაქ ბიშკეკის თბოელექტროსადგურში, რის გამოც ქალაქის მასშტაბით შეიზღუდა ცხელი წყლით მომარაგება,ზოგიერთ რაიონში კი გათბობის სისტემაში წყლის ტემპერატურა დაეცა.
როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იუწყება, თბოელექტროსადგურში მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია სახელდება.
ბიშკეკში, სადაც 970 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 2 თებერვლის ღამეს ჰაერის ტემპერატურა მინუს 2 გრადუსამდე დაეცა.

ქალაქის ყველა სკოლა გადავიდა ონლაინსწავლებაზე, ხოლო საბავშვო ბაღები დაიხურა.
ხელისუფლების ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა, ორი დაზარალებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, სხეულის დამწვრობის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა