ბიქეი ქონსთრაქშენმა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა

სამგორის რაიონში, თბილისის მერიის მიერგანხორციელებული, ავარიული სახლებისჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამშენებლოკომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ პირველი პროექტი წარმატებით დაასრულა.
პროექტის ჯამში მოიცავს 89 ბინას და ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში 36 ოჯახი დაკმაყოფილდა სრულად გარემონტებული ბინებით.
„მნიშვნელოვანია, რომ მერიის პროექტი – ავარიულისახლების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ წარმატებით ხორციელდება და ჩვენ მის პირველ შედეგს უკვე ვხედავთ. მოხარული ვარ რომ აღნიშნული პროექტი დათქმულ ვადაზე ადრე დავასრულეთ.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის თბილისისთვის, ერთის მხრივ სოციალური კუთხით და მეორეს მხრივ სწორი ურბანული განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში შეზღუდულია კორპუსის სართულიანობა, გათვალისწინებულია რეკრეაციული და მოსასვენებელი სივრცეები, რაც ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
ეს პროექტი ჩვენთვისაც იყო საპილოტე და აქმიღებული გამოცდილება, გამოგვადგება უფრო დიდიმასშტაბის პროექტების განხორციელებაში, ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში. დამატებით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პროექტში კარგად არის შერწყმული კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა და კომერციული ინტერესები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მობინადრეებისსაცხოვრებელი პირობები და ცხოვრების ხარისხიგაუმჯობესდება.
მოხარული ვართ, რომ შევძელით 36 ოჯახისთვის კარდინალურად შეგვეცვალა საცხოვრებელი პირობები და დამატებითი ბედნიერება შეგვეტანა მათ ცხოვრებაში.” აცხადებს შოთა ბერეკაშვილი, ბიქეი ქონსთრაქშენის მმართველი პარტნიორი
ახალი კორპუსი არის 10 სართულიანი, ადაპტირებული და აღჭურვილისახანძრო სისტემებით.
მოწყობილია ინფრასტრუქტურა, სადაც დაცულიაყველა სტანდარტი, იქნება ეს თანამედროვე ლიფტითუ სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.
ბიქეი ქონსთრაქშენი 30-წლიანი გამოცდილებისმქონე, წამყვანი სამშენებლო კომპანიაა. ამ ეტაპზეკომპანიის პორტფელშია 20-მდე მიმდინარე პროექტი.სამშენებლო სამუშაოების არეალი კი განისაზღვრება1 000 000 კვ.მ-ით.

ასევე დაგაინტერესებთ