ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შესული მოსაკრებელი 23,4%-ით გაიზარდა

2023 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან მოსაკრებელის სახით ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა. კერძოდ, წლიურად მოსაკრებელი თითქმის 23,4%-ით არის გაზრდილი.
კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გასულ წელს 141 171 147 ლარს, 2022 წლის განმავლობაში კი – 114 392 795 ლარს შეადგენდა.
ამასთან, 2023 წელს ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან – 67 754 805 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან – 3 383 861 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან (ონლაინ კაზინოები) – 14 645 943 ლარი, სამორინეს მაგიდიდან – 53 316 783 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კი – 55 384 932 ლარი იყო.
bpn.ge