ბიუჯეტში ლუდის აქციზიდან ხუთ თვეში ₾24 მილიონი შევიდა

2024 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტმა ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული ლუდის აქციზიდან 24 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 5%-ით მეტია.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში რეალიზებული ლუდის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა.
ბიუჯეტის მიერ მიღებული სააქციზო შემოსავლები ასეთია:
ადგილობრივი წარმოების ლუდზე – 21.2 მილიონი ლარის აქციზი;
იმპორტირებულ ლუდზე – 3 მილიონი ლარის აქციზი.
ცნობისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ლუდის აქციზი მასში ალკოჰოლის შემცველობაზე არის მიბმული და ლუდში ალკოჰოლის თითოეული პროცენტი 12 თეთრით იბეგრება.
2024 წლის პირველ 5 თვეში საქართველოში მოხმარებული ლუდის მთლიანმა მოცულობამ 35 მილიონი ლიტრი შეადგინა.