2024 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტმა ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული ლუდის აქციზიდან 41.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში რეალიზებული ლუდის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა.
ბიუჯეტის მიერ მიღებული სააქციზო შემოსავლები ასეთია:
ადგილობრივი წარმოების ლუდზე – 36.4 მილიონი ლარის აქციზი;
იმპორტირებულ ლუდზე – 5.2 მილიონი ლარის აქციზი.
ცნობისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ლუდის აქციზი მასში ალკოჰოლის შემცველობაზე არის მიბმული და ლუდში ალკოჰოლის თითოეული პროცენტი 12 თეთრით იბეგრება.
